გორში “ოცნების” ყოფილმა აქტივისტმა ბენზინი გადაისხა

გორის ცენტრში კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  სუიციდის მცდელობამდე მამაკაცი სუს-ის მხრიდან მასზე განხორციელებულ თვალთვალსა და ტერორზე საუბრობდა.

მისი გადარჩენა მოხერხდა და ამ დროისთვის კლინიკა “გორმედშია” გადაყვანილი.

დაშავებული კაცი “ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი და საჯარო მოხელეა.

40 წლამდე დავით შოთაშვილი “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში.შემთხვევა ქალაქის მთავარ მოედანზე მოხდა და ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, თუმცა კანონის ფარგლებში
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე – ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, ასევე იუსტიციის სახლში, გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური აპლიკაცია