ხაბარელი არის ერთ-ერთი გამამწვავებელი და ესკალაციის მიმცემი – დავით ქევხიშვილი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თქმით, ფედერაციაში განხეთქილება უმრავლესობის დეპუტატის, ყოფილი ძიუდოისტის, შოთა ხაბარელის ინტერესებშია.

“ ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა ის ახლა არ დაწყებულა. ასეთი დაძაბული რეჟიმი მე 4 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამის უკან დგანან და როგორც მინიმუმ სურვილი აქვთ პროცესების ესკალაციის, იგივე ხაბარელი, რომელიც გამოდის და მწვავე განცხადებებს აკეთებს, თუნდაც ზვიადაური ან ნებისმიერი სხვა ადამიანი… მაშინ, როდესაც მათ არგუმენტირებულად არ სურთ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ აპელირებენ რაღაც უსაფუძვლო ბრალდებებით. ხაბარელის 2012 წლიდან სურვილი აქვს, იყოს იმ სფეროში რასაც ჰქვია ძიუდოს ფედერაცია. უნდოდა მოსულიყო ის და მისი გუნდი ფედერაციაში. მათ ეს ვერ შეძლეს. ხაბარელი არის ერთ-ერთი გამამწვავებელი, ესკალაციის მიმცემი, გამომდინარე იქედან, რომ იგი ფიქრობს, რომ ამ კონკრეტულ შემთვევაში შესაძლებელია გამორჩეს რამეს დ მიიღოს გარკვეული სარგებელი“ – განაცხადა ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. დავით ქევხიშვილის სავარძელი, კი რომელიც ძიუდოისტებმა მისი კაბინეტიდან გაიტანეს და ქუჩაში ნაგვის ურნასთან დატოვეს.
ასევე დრეს დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ძიუდოისტები და მათ მხარდამჭერები შეკრებას დილის 11:00 საათიდან ფედერაციასთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯში ფრესკები დააზიანეს
შემდეგი სტატიაიტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს