დავით გარეჯში ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.

„საბედნიეროდ, ზედაპირული დაზიანებაა, კირით ან ცარცით, მაგრამ ეს შინაარსს არ ცვლის, ვანდალიზმია. ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე შეისწავლა დაზიანება. გამოსწორება ადვილია, ისე, რომ კედლის მხატვრობის ზედაპირულ ფენას საერთოდ არ შეეხო. უდაბნოს ეკლესიაში, ადგილმდებარეობის და რთული კლიმატის გამო, ძნელია ეფექტური დაცვა. საზედამხედველო სამსახური რაოდენობრივად და ფუნქციურად არ არის ისეთი, რომ შეძლოს მუდმივი მეთვალყურეობა. არსებობს ეფექტური გზები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობა სრულმასშტაბიან რეაბილიტაციაში”, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიახაბარელი არის ერთ-ერთი გამამწვავებელი და ესკალაციის მიმცემი – დავით ქევხიშვილი