კერვალიშვილი – მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

“მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმიტომ, რომ იქ იყო ჩემი და, მაია რჩეულიშვილი, ის ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია, რა თქმა უნდა, თავისუფლების ფასი არაფერი არ არის. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ჩიტი და ყველაზე მეტად, თავისუფლებას იგრძნობ, როდესაც აი, ხედავ, რა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლების შეგრძნება. ერთი სინანული მაქვს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, რომ პრობლემა დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია, მაია აქ არის და მე – 4 წელია. მაგრამ ახლა, როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში, მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინაში. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები ” – თქვა რუსუდან კერვალიშვილმა თავის პირველ კომენტარში საპატიმროს დატოვების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია – სტეფანე ყოფილა ყოვლად უღირსი და გარეწარი!
შემდეგი სტატიაიოსელიანი – ვფიქრობ, გამოჩნდებიან პარტიები, რომლებიც დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერენ