იოსელიანი – ვფიქრობ, გამოჩნდებიან პარტიები, რომლებიც დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერენ

დღეს არის იმის შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი დავძლიოთ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა თემის კომენტირებისას.

იოსელიანის თქმით, დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ პოლიტიკურ მხარეებს, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან.

„დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისი გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. პირდაპირ ვიტყვი, ვინც ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე.

მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს მოაწერს „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკერვალიშვილი – მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
შემდეგი სტატიადედა სოსანა: მეუფე სტეფანეს მობილურის წართმევა უნდოდა – ექსკლუზივი