კერიმ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს პუბლიკაზე თამაში

კერიმ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს პუბლიკაზე თამაში…
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს პუბლიკაზე თამაში, თვითრეკლამა და უზრუნველყოს სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა, აცხადებს ,,სი ენ ენი,,
რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა ბაშარ ასადზე, რომელიც ხელს უშლის სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას, აცხადებს სახელმწიფო მდივანი.
,, უფლება მომეცით გითხრათ მკაფიოდ და გასაგებად… რუსეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას სირიაში, რომლის მხარდაჭერაზე ასადმა თანხმობა განაცხადა… თუ ეს ასეა, მაშინ ის უნდა გაჩერდეს და რუსეთსა და აშშ-ს მისცეს საშუალება რომ ერთობლივი ცენტრი გაიხსნას, რათა არ განმეორდეს ის ინციდენტი რაც გუშინ მოხდა და რაზეც ჩვენ ყველანი ვწუხვართ,, განაცხადა კერიმ.

banner
წინა სტატიაშიკვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-დან 17 წლის ასაკის ბავშვების 4,2 პროცენტი
შემდეგი სტატიაკობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ წარმომადგენლები მათ ოფისში იარაღით შევიდნენ