კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-დან 17 წლის ასაკის ბავშვების 4,2 პროცენტი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბავშვთა შრომის შესახებ პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიზანი ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზნებისა და შედეგების შეფასაბა წარმოადგენდა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ შრომაში ჩართული ბავშვების 1.6 % ქალაქის ტიპის დასახლებებშია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონონიკური საქმიანობით დაკავებულ ბავშვთა რაოდენობა 11.4 %-ია .

კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატიაკერიმ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს პუბლიკაზე თამაში