კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან

დღეიდან თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკასა და ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრებს მიაწოდოს.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება და მსჯავრდებულებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნონ.

ამ ეტაპზე თბილისის სამოქალაქო კლინიკაში ხუთი სატელეფონო ჯიხური ფუნქციონირებს, ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეში კი- ოთხი.

პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაანალიზი: ვინ მოიგებს მომავალ არჩევნებს – ხელისუფლება თუ ოპოზიცია…?