ანალიზი: ვინ მოიგებს მომავალ არჩევნებს – ხელისუფლება თუ ოპოზიცია…?

მინდა მომავალი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ.
ეს არის ანალიზი იმ ადამიანისა, რომელიც არის პრიფესიით ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, შესწავლილი აქვს საარჩევნო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების პროფესია და 1990 წლიდან, პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებში, სხვადასხვა დროს – სხვადასხვა რანგში…
არჩევნებში ვმონაწილეობდი როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, როგორც ადგილობრივი ორგანოების წევრობის კანდიდატი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი წარმომადგენელი, როგორც საოლქო და საუბნო კომისიის წევრი, როგორც საუბნო კომისიის თავმჯდომარე და არაერთხელ, როგორც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე…
ჩემი მისაზრებები, ცოდნასთან ერთად, ეყრდნობა ქართულ არჩევნებში მონაწილეობის და დაკვირვების 30 წლიან გამოცდილებას…!
ჩემი დაკვირვებით, საქართველოში არჩევნების 7 ძირითადი პარამეტრი იგებს, რომელთაგან 2, დღემდე დაუხვეწელი საარჩევნო კანონისა და მახინჯი საარჩევნო სისტემის წყალობით, მხოლოდ ხელისუფლებას ემსახურება… ხოლო დანარჩენი 5 პარამეტრის დაკმაყოფილება, შეძლებისდაგვარად, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასაც შეუძლია.
ეს პარამეტრებია:
1.სახელისუფლო სტრუქტურები
2.საარჩევნო სტრუქტურები
3.მედია / სოციალური ქსელები
4.ფინსური სახსრები
5.საარჩევნო სტრატეგია / ტაქტიკა
6.პარტიული სტრუქტურები
7.სუბიექტები / კანდიდატები

ეს არის ის 7 ძირითადი ფაქტორი, რითაც საქართველოში საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში წარმატების მიღწევა შეუძლიათ და 1995 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ პარამეტრებით ყალიბდება ამორჩევლის განწყობაც, არჩევნების ორგანიზატორი და მონაწილე ყველა სუბიექტის მოტივაცია და მოქმედებები.

ახლა, ამ პარამეტრების ჭრილში, განვიხილოთ რა შანსები აქვთ მომავალ ადგილობრივ არჩევებში ხელისუფლებას და ოპოზიციას მთლიანობაში…
,,1 ,, და ,,2,, პარამეტრებში, სახელისუფლო და საარჩევნო სტრუქტურები, ხელისუფლება რომ ბევრად უგებს ოპოზიციას, ეს მგონი არავისთვის სიახლე არაა… ჩვენთან ყველა სახელისუფლო სტრუქტურა 100%-თ მმართველი პარტიისაა. ისინი იყენებენ სახელმწიფო რესურსებს საარჩევნოდ და სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობის ხმებიც, გარკვეული ზეწოლოს შედეგად – მათთან მიდის… რაც შეეხება, ცეესკოს და საარჩევნო სტრუქტურებს, იქ ხელისუფლების გავლენა იმხელაა, რომ მათ არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის ,,წახმარება,, და გარკვეული პროცენტების ,,წამატება,, შეუძლიათ, არამედ, როგორც გასულმა არჩევნებმა აჩვენა, შეუძლიათ სრულიად ურცხვად გადააკეთონ შემაჯამებელი ოქმები და ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგები დადონ…!
,,3,, მედია სტრუქტურები… აქ ხელისუფლება მძლავრადა წარმოდგენილი ,,გამპრავებელი,, სამთავრობო არხებით, ინტერნეტ საიტებით და ტროლ-ბოტებით სოციალურ ქსელებში… თუმცა ოპოზიციაც საკმაოდ მძლავრ საშუალებებს ფლობს მოტივირებული და საგამოძიებო ჟურნალისტიკიყ აღჭურვილი კრიტიკული ტელევიზიების სახით და ამავე დროს, სოციალურ ქსელებშიც ოპოზიციური ნარატივების მცირედი უპირატესობაც იკვეთება… ამგვარად, საარჩევნო მედია ფრონტზე, დაპირისპირებული ძალები, დაახლოებით თანაბარი სიმძლავრით არიან წარმოდგენილი…
,,4,, ფინანსები… ამ პარამეტრშიც ხელისუფლების უდიდესი უპირატესობაც ნათლად იკვეთება… საარჩევნოდ მათ განკარგულებაშია საბიუჯეტო სახსრებიც, რომელსაც ამომრჩევლის მოსასყიდად ურცხვად იყენებენ… ამას გარდა, მმართველ პარტიას, ოფიციალურ დამფინანსებლად ქვეყნის მილიონერთა და ხელისუფლებასთან შეზრდილ ბიზნესმენთა დიდი არმია ჰყავს, რომელიც მზადაა ივანიშვილის ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი თანხები ჩაურიცხონ, რათა არჩევნების შემდეგ ეს თანხები, სახელმწიფო ტენდერებიდან, ერთი-ორად ამოიღონ. გარდა იმისა, რომ საარჩევნო ფინანსები, მათ შორის შავი ფული, ძირითადად ამომრჩეველთა მოსასყიდად გამოიყენება, ხელისუფლების ფინანსური უპირატესობა, სხვადახვა საარჩევნო ღონისძიებების გამართვის დაფინანსებასა და გარე რეკლამაშიც (სარეკლამო ბილბორდები) გამოიხატება.
,,5,, საარჩევნო სტრატეგიისა და ტაქტიკის მხრივ, ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მხარე ბრწყინავს და მეცნიერების დონეზე მდგომი ეს პარამეტრი, რამენაირად შესწავლილი და გააზრებული აქვთ საარჩევნოდ… ამიტომ ამ პარამეტრშიც თანაბარი ქულები შეიძლება დავუწეროთ პოზიცია-ოპოზიციას.
,,6,, პარტიული სტრუქტურები. მართალია მთავარ ოპოზიციურ პარტიას და სხვა პარტიებსაც გამართული პარტიული სტრუქტურები აქვთ, ჰყავთ ერთგულ, გამოცდილ აქტივისტთა დიდი არმიაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების საშუალო და დაბალი შტოები, საქალაქო, რაიონული და სოფლის ხელისუფლების დონეზე, და ასევე საბიუჯეტო სიპებსა და აიპებში დასაქმებულთა დიდი არმია, საარჩევნოდ ხელისუფლების პარტიულ ორგანიზაციად და მათ აქტივისტებად არიან ქცეულნი… და კიდევ, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ყველა მმართველი პარტიის კოორდინატორად ნამუშევართა სექტაც, რომლებიც საკუთარ უბნებში მოსყიდვა-იძულება-დაშინებაში ძალიან გამოცდილი და გაწაფული არიან, დღეს ასევე ხელისუფლების განკარგულებაშია. პლიუს ყველაზე უცნაური, რაც ამ ხელისუფლების ხელწერაა, მმართველ პარტიას, როგორც აქტივისტები, არჩევნებში აქტიურად უჭერენ მხარს კრიმინალები და ე.წ. ბირჟის წარმომადგენლები… ასე რომ, ამ პარამეტრშიც, გამორიცხულია რომელიმე
მხარის განსაკუთრებულ უპირატესობაზე ვისაუბროთ…!
,,7,, სუბიექტები და კანდიდატები. ეს ერთადერთი პარამეტრია, სადაც ჩემი აზრით ოპოზიციას უპირატესობა აქვს ხელისუფლებასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და შესაბამისად კანდიდატიც, არც ისე კარგი ავტორიტეტით სარგებლობს, ზოგადად ოპოზიციური კანდიდატების სია, საზოგადოებრივი ავტორიტეტის და პოზიტიური იმიჯის თვალსაზრისით, უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე სახელისუფლო.
საბოლოოდ თუ შევაჯამებთ, მოცემულ პარამეტრებში ხელისუფლების და ოპოზიციის შედეგებს, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთ (,,7,,) პარამეტრში გააჩნია ოპოზიციას სერიოზული უპირატესობა…
დარჩენილი ექვსიდან, სამ უმთავრეს პარამეტრში (,,1,, ,,2,, და ,,4,,) ხელისუფლებას სრული უპირატესობა აქვს… დანარჩენ სამში (,,3,, ,,5,, და ,,6,,) , ორივე მხარე მეტ-ნაკლებად თანაბარ პოზიციებშია …
ასე და ამგვარად, მოცემული 7 პარამეტრიდან, ხელისუფლებას 3 პლიუსი აქვს არჩევნების მოსაგებად, ოპოზიციის 1 პლიუსის წინააღმდეგ და 3 პარამეტრში, მეტნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილი… რაც სახელისუფლო პარტიის გამარჯვებას, არსებული კანონმდებლობით და არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემის პირობებში, სრულად უზრუნველყოფს…!
მაშ რისი იმედი აქვს ამ არჩევნებში ოპოზიციას..?!
მე თუ მკითხავთ, მათ ამ სიტუაციაში გამარჯვების არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეთ…!
ისე, მკითხველთან ერთად, მეც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ოპოზიციონერი ლიდერების
მოსაზრებას, თუ როგორ აპირებენ ამ პარამეტრების გაუთვალისწინებლად და მათი გვერდის ავლით, ამ მახინჯი საარჩევნო სისტემით და თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, არჩევნების მოგებას…?!

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიკერძო კლინიკებში მყოფი პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა