კემერონი: „ბრიტანეთი ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად უნდა დადგეს “

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა თავის სააღდგომო გამოსვლაში განაცხადა, რომ ტერორიზმის საფრთხესთან პირისპირ დგომისას ერთობლივი ფრონტით უნდა დაიცვან ქრისტიანული ღირებულებები.
კემერონის თქმით, ბრიტანეთი უნდა ამაყობდეს იმითი, რომ ის ქრისტიანული ქვეყანაა, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს ქადაგებს. „ეს ღირებულებები ყოველი ბრიტანელის სულში არსებობს, ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებში, ასევე იმათში, რომლებსაც არ სწამთ“ – თვლის პრემიერ-მინისტრი. „როცა ტერორისტები ცდილობენ დაანგრიონ ჩვენი ცხოვრების წესი, როგორც ამას შეეცადნენ ამ კვირაში ბრიუსელში, ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა დავდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი შეშინება ტერორიზმით შეუძლებელია“ – განაცხადა კემერონმა.

banner
წინა სტატიაშიმედია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ აშშ-ში ტრაქტების მოწყობის გეგმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპაპმა ფრანცისკმა თავის სააღდგომო მიმართვაში ბრიუსელის ტერაქტზე ისაუბრა