“კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება“ – გრიგოლ ვაშაძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 25, 2018 13:04

“კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება“ – გრიგოლ ვაშაძე

საპატრიარქოს განცხადებას, „რუსთავი 2″-სთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე, ოპოზიცია კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს.
„ყველა, მიუხედავად იმისა, იქნებიან ეს რელიგიური კულტის მსახურები თუ იმუშავებენ რომელიმე ტელევიზიაში, ყველამ კარგად უნდა შევისწავლოთ ჩვენი კონსტიტუცია და შევიგნოთ, სად იწყება ჩვენი უფლებები და სად მთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეების. აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მე უკვე შემდგომ პოსტფაქტუმ ვნახე ის ნაწყვეტი, რის გამოც დაიწყო ეს სკანდალი. ნაწყვეტი არ მომეწონა, მაგრამ კიდევ უფრო კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება“-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 25, 2018 13:04