პროვოკაციული სიუჟეტები საპატრიარქოს აგრესიისკენ მომწოდებელ სტრუქტურად წარმოჩენას ისახავს მიზნად – ვოლსკი “რუსთავი2”-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება

საპატრიარქოს განცხადებას „რუსთავი 2″-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობა საპატრიარქოს განცხადების შინაარსს იზიარებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის მიერ გაკეთებული სიუჟეტები პროვოკაციული ხასიათისაა და ეს ხელს უწყობს შემდგომ საპატრიარქოს უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.

„არანაირ კანონმდებლობის შეცვლაზე აქ ლაპარაკი არ არის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროვოკაციის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს ორი რადიკალური მხარე არ გადაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ, ისევე როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან.

საპატრიარქოს წარმოჩენა, როგორც აგრესიისკენ მომწოდებელი სტრუქტურის არის ის ჩანაფიქრი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მიზნად ისახავს გარკვეული პროვოკაციული სიუჟეტები,“-აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში2 კვირაა ოჯახი და პოლიცია 23 წლის ახალგაზრდას ეძებს
შემდეგი სტატია“კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება“ – გრიგოლ ვაშაძე