“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ნიკა მელიამ და დავით ბაქრაძემ კასპში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადიგენს. დეპუტატობისათვის ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს, რომელიც კასპში, 2006-2012 წლებში, გამგებლის მოადგილე იყო. ნიკა მელიას განცხადებით, კასპში “ტატამის” დრო უნდა დასრულდეს.
“კასპში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ვაპირებთ. კასპთან ერთი სიტყვა ასოცირდება -ტატამი. ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არა ამდენი გაჭირვებული კასპში. ამიტომ უნდა ავირჩიოთ ძალა, რომელიც პროგრესისაკენ წაიყვანს კასპს”, – განაცხადა მელიამ.
მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ გამოიყენა მმართველობის ოთხი წელი. მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას მიაქცევს ყურადღებას.