კარლ ჰარცელი : საარჩევნო რეფორმა ჩემთვის და სხვა შუამავლებისთვის ინტერესის მთავარი საგანია

როდესაც საქმე ეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფართო გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობას, საარჩევნო რეფორმა ჩემთვის და სხვა შუამავლებისთვის ინტერესის მთავარი საგანია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა, საერთო საფუძველი სწრაფად მოიძებნოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.

„ამჟამად როგორც ვიცით, სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა ჩვენ ვნახავთ, თუ რა შესაძლებლობები იქნება. მსურს აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ დრო იწურება. კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა საერთო საფუძველი მოიძებნოს მალე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. ჩვენ ვრჩებით ჩართულები ყველა მხარესთან, რომ ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ძალიან მწვავე პოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიკურტ ვოლკერი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მიზეზად მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებს
შემდეგი სტატიათბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება