კარლ ჰარცელი: კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადა, რომ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი განიხილეს.

ელჩმა დამატებითი დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

“არსებული ვითარება განვიხილეთ, ჩვენი მიზანია, დოკუმენტის ირგვლივ იყოს შეთანხმება,”-აღნიშნა მან.

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ხოლო შემდეგ “ლელოს” ლიდერებთან გამართეს შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს – ჯაფარიძე პრეზიდენტზე
შემდეგი სტატია“არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა” – გამყრელიძე აღდგომაზე