წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს – ჯაფარიძე პრეზიდენტზე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ წინადადებას, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით. ჯაფარიძე აცხადებს, რომ “წარმოუდგენელი ჰგონია, პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი”.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოში რთულია რომელიმე ინსტიტუტს პატივი სცე, რადგან ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია.

“მგონია, რომ ახლა გადაწყვიტა, ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს და ვითომ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ არ გამოუვა. ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი. ინსტიტუტების პატივისცემა დამოკიდებულია იმ ფიგურებზე, რომლებიც ამ ინსტიტუტებს განასახიერებენ და ძალიან რთულია დღეს ამ ქვეყანაში პატივი სცე რომელიმე ინსტიტუტს, როცა იცი, რომ ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია. რთულია, არაგულწრფელი ამბავია, ტყუილია. იმის გამო, რომ კრიზისია ქვეყანაში, მათ შორის ის, რომ მოლაპარაკებებია, მათ შორის ის, რომ გარედან არის წნეხი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, რომ დაჯექით და რაღაც მოილაპარაკეთ და ორივე მხარეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ალბათ, უფრო ამ ყველაფრის გავლენა არის, რომ ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ რაღაც შუამავლის თუ მომრიგებლის თუ რაღაც ეგეთის როლი შეითავსოს, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც ნდობის დაგროვება დროთა განმავლობაში. წარმოუდგენელი მგონია პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, ეს პრეზიდენტი წარმოუდგენელი მგონია. შარლ მიშელი თუ ვერ ახერხებს საქართველოს ნომინალური პრეზიდენტი როგორ მოახერხებს?! ამიტომ მგონია, რომ სიყალბეა და სიყალბეში მონაწილეობა არ მიყვარს”, – განაცხადა ჯაფარიძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში“გავიარეთ მოლაპარაკებების მდგომარეობა” – ლელოს ლიდერები აშშ-სა და EU-ს ელჩებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი: კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ