კარლ ჰარცელი: გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია.

„დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიWashington Examiner: პომპეომ უნდა გამოიყენოს მომენტი და საქართველოში ოპოზიციას შეხვდეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: მინდა, ბატონ თენგიზს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო, პირადად ვუთხრა მადლობა და ბოდიში მოვუხადო მათ ნაცვლად, ვინც ექიმების შეურაცხყოფა არჩია