კარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებულ თემებზე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა მართავს.

შეხვედრის დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება არის ფუნდამენტური საზოგადოებრივი არჩევანი და ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს განხილვას.

„ველოდები, რომ დღევანდელი დისკუსია იქნება ოდნავ განსხვავებული. განსხვავებული იმ დისკუსიისგან, რომელიც იმართება ხოლმე პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ბიუროკრატებს შორის. ამ შეხვედრაში მონაწილეობენ კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, ლიდერები. ამიტომ ველოდები უფრო ფართო განხილვას კითხვართან დაკავშირებით, დროის გრაფიკზე და ა.შ. რადგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება არის ფუნდამენტური საზოგადოებრივი არჩევანი, თუ არა ცივილიზაციური არჩევანი და ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს განხილვას“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში „Locked Shields 2022“ მესამე ადგილი მოიპოვა
შემდეგი სტატიავიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს, მოვერიდები სპეკულაციებს – ჰარცელი