ვიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს, მოვერიდები სპეკულაციებს – ჰარცელი

ვიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს, მოვერიდები სპეკულაციებს, – განუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

„ვადევნებთ თვალს ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს; მოვერიდები სპეკულაციებს ამ შედეგების შესახებ, რადგან ეს არის მიმდინარე ამბავი.

ასე რომ, ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიანინო წილოსანი USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს შეხვდა