კარგად გაიხსენეთ რამდენი იქრო-ვერცლის სანაცვლოდაც კი ვერ შესძლო საპატრიარქოსთვის რქების მოგრეხვა ნაცმოძრაობამ

პოლიტიკოსებს! საპატრიარქო ივანიშვილს კაზინოში არ მოუგია. ის ისეთივე ტვირთია მისთვის როგორც სააკაშვილისთვის თუ შევარდნაძისთვის. თუმცა ვხედავ მას ვიღაცეებს ეს არ ახსოვთ დღეს. არც ის, რომ სწორედ მათ შეიტანეს უდიდესი წვლილი ამ ინსტიტუციის გათახსირებაში – როდესაც ხარბ ღვღისმსახურებს ცალკე ხარკს უხდიდა და ცალკე სპეცსამსახურების თანამშრომლებად ამყოფებდნენ.
კარგად გაიხსენეთ რამდენი იქრო-ვერცლის სანაცვლოდაც კი ვერ შესძლო საპატრიარქოსთვის რქების მოგრეხვა ნაცმოძრაობამ და ისიც, ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის დამხობაში. მესამე პრეზიდენტს და სხვებსაც რატომ ავიწყდებათ ამ ბნელი ინსტიტუციის – რეალირად რუსეთის სპეცსამსახურის ღია ფილიალის მიერ შეტანილი წვლილი ზვიად გამსახურდიას დამხობაში? ან ის, როგორ გაყიდეს მუხლებზე დაჩოქილი დიდების მოყვარული საბჭოთა ინტელიგენცია 2003 წელს. ეს სულაც არ იყო საპატრიარქოს პროგრესულობის მაჩვენებელი.
ეს იყო კონკრეტული ამოცანისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს ამოცანა კი წარმატებით გადაიჭრა უკიდეგანოდ გასუქებით და გაზულუქებით, უდიდესი გავლენის მოპოვებით. გასაგებია, რომ საპატრიარქო ახლა ახალ პატრონს ეძებს ადგილზე, თორემ მათ საკუთარ ზეცაში – “რუსეთში” საკუთარი ადგილი მყარად აქვს დაბევებული. თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ გამოვიყენებ გამარჯვებისთვის და მერე გავკრიჭავ და რუის- ურბნისს მოვიწყობო – ცდება. ეგეთ ტიპის კოჭებში ეტყობა ბოლოს დაწერს თუ არა “გალობანი სინანულისანს”. ამიტომ, როცა რუის-უბრინსზე საუბრობთ – რომელი გყავთ ირგვლივ აღმაშენებელი, ან მიახლოვებული? დაანებეთ თავი საპატრიარქოსთან ფლირტს. თქვენ ამით საქართველოში რუსულ გავლენებს აძლიერებთ და თითქოს ვერ ვხდებით ამას. ახლა, ამ წუთას, სწორედ ამ ვითარებაში, როცა ჩვენ მეუფე იაკობის სკანდალით ვერთობით, საპატრიარქო რეალურად არ დუმს. იქ გამალებით მუშაობენ ახალ გეგმაზე და თქვენი მხარდაჭერით კიდევ უფრო ნუ დაამძიმებთ საქართველოს ეკლესიის და არა საპატრიარქოს, ხვედრს.

დღეს ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს ეროვნული პატრიოტიზმი რუსეთის გრუს ფილიალის მხარდაჭერაზე კი არ გადის, არამედ სწორედ რომ მხილებაზე. და კიდევ ერთი – კარგით, მოიწვიეს სინოდი? ვინ გაიმარჯვებს? კრემლის უმრავლესობა! ამაზეც იფიქრეთ და ის რომ კონკრეტული მეუფე თქვენთან კარგად არის არაფერს ნიშნავს. ისინი დღემდე ანტიქართულ საქმიანობას სწორედ პოლიტიკოსების დახმარებით ეწევიან – ანუ თქვენი დახმარებით და ამაზეც დაფიქრდით.

 

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის წიაღიდან გამოსული ფსევდომეამბოხეები და ივანიშვილთან მოთამაშე პარტიები ივანიშვილის მმართველობას ვერ და არ დაასრულებენ
შემდეგი სტატიანესტან კირთაძე 2011 წელს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს (ვიდეო)