ივანიშვილის წიაღიდან გამოსული ფსევდომეამბოხეები და ივანიშვილთან მოთამაშე პარტიები ივანიშვილის მმართველობას ვერ და არ დაასრულებენ

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილებაშეუძლებელია, კაცი თვალს ადევნებდე ამ უმეცრების, ქურდობის, ავყიაობის, ურწმუნობის და სიბილწის ფართი-ფურთს და არ გრძნობდე მთავრობის მიზანდასახულ მოქმედებას.

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების სრული და შეგნებული გახრწნა, ეკლესიის მღვდელმთავართა წარმოუდგენელი ლექსიკა და ქმედებები აღრმავებს უმძიმეს
აპათიას, რაც კრიმინალი ივანიშვილის მმართველობის პირდაპირი შედეგია.

უნდობლობა ქართული სახელმწიფოს, ქართული ეკლესიის, ქართული საზოგადოების და ინსტიტუტების მიმართ არის ჩვენი ქვეყნის დისფუნქციურობის და სახელმწიფოებრიობის კოლაფსის წინაპირობა და რუსეთის მთავარი მიზანი.

ქვეყანას სჭირდება ეროვნული, მძლავრი, იდეური და ინტელექტუალური ალტერნატივა, რომელსაც ერთის მხრივ აქვს სახელმწიფო მართვის და შენების გამოცდილება, მეორეს მხრივ კი პოლიტიკური ძალა, რათა აიღოს პასუხისმგებლობა და ჩამოაყალიბოს ახალი ხელისუფლება.

სიტყვა – ეროვნული – შემთხვევით არ მიხსენებია. ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟი არის ეროვნული ამოცანა. შესანიშნავია მრავალი პარტიისგან შემდგარი პარლამენტი, მაგრამ მთავარი, ძლიერი და პრინციპული პარტიის გარშემო კონსოლიდაციის გარეშე მიზანი მიუღწეველი დარჩება.

ივანიშვილის წიაღიდან გამოსული ფსევდომეამბოხეები და ივანიშვილთან მოთამაშე პარტიები ივანიშვილის მმართველობას ვერ და არ დაასრულებენ.

დღეს ქართველი ხალხის დამთრგუნველ ურჩხულთან მებრძოლი მთავარი ძალა ნაციონალური მოძრაობაა; ამ პარტიის გარშემო გაერთიანებული ხალხი კი ერთადერთი გზა დიქტატურის დასასრულებლად.

 

ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მოთხოვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციას უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან
შემდეგი სტატიაკარგად გაიხსენეთ რამდენი იქრო-ვერცლის სანაცვლოდაც კი ვერ შესძლო საპატრიარქოსთვის რქების მოგრეხვა ნაცმოძრაობამ