კარასინის განცხადებები, ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე – გოგუაძე

კარასინის განცხადებები როგორიც არ უნდა იყოს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ეს ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ რუსეთის ზეწოლის მიუხედავად საქართველო არჩეულ კურსს არ შეიცვლის.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ, ან საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გადასაწყვეტია, გადასაწყვეტია ვის აირჩევს თავის პარტნიორად.

„რუსეთის პოზიცია ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება საქართველოსი და ამას არანაირი გავლენა არ ექნება. ჩვენ ვიცით რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ. ვიცით, მისი დამოკიდებულება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ეს არ არის ჩვენთვის ახალი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ არის ის, რამაც შეიძლება, სულ მცირედი მაინც გავლენა იქონიოს პროცესებზე, რომელიც მიდის საქართველო-ნატოს დაახლოების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს. ამასთან, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, „აშშ-ის ტონი არ გვაწყობს“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული – კილაძე კარასინის განცხადებაზე