საქართველოს პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული – კილაძე კარასინის განცხადებაზე

საქართველოს პოლიტიკური კურსი ეს არის ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. კილაძის განცხადებით, სამწუხაროა, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სწრაფვას ნატოში საფრთხედ აღიქვამს. სოფო კილაძის თქმით, არც ანაკლიის პორტის მშენებლობა და არც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ არის.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ჩვენი მიზანია, გვქონდეს სიმშვიდე და სტაბილურობა რეგიონში, საქართველოს იყოს ქვეყანა, რომელიც არის ევროპული, ევროატლანტიკური და დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე აღიქვამენ“, – განაცხადა კილაძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.

banner
წინა სტატიაშიკარასინის განცხადებები, ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე – გოგუაძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება