კაპანაძე მიდის – შემცვლელზე უშშროების საბჭო დღეს იმსჯელებს

ეროვნული უშიშროების საბჭოდ დღევანდელ სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკითხი გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. კაპანაძის გადაყენების გარდა, საბჭო ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნებიან.საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი დღეს ბიუროს პირველ სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია