პარლამენტი დღეს ბიუროს პირველ სხდომას გამართავს

მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს ბიუროს პირველ სხდომას გამართავს. დეპუტატები კომიტეტების დებულებებს დაამტკიცებენ. ასევე იმსჯელებენ ოპოზიციის კვოტით კომიტეტების თავმჯდომარეთა მოადგილეების დამტკიცებაზე. ამავე საკითხებს განიხილავენ დღეს კომიტეტებშიც.

კანონმდებლებმა თხუთმეტივე კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები უნდა დაამტკიცონ. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, 12 კომიტეტში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს აირჩევენ მოადგილეებად. დანარჩენ სამში კი პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებს.

„კენჭისყრით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ერთადერთი რაზეც იყო კონსულტაციები და არის ერთგვარი შეთანხმება, არის ის, რომ 15 კომიტეტიდან სამ კომიტეტში იქნება მოადგილის თანამდებობაზე არჩეული პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ 12 კომიტეტში იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ბალანსი თვალსაჩინოა და პროპორციულად გადანაწილებულია ხმების რაოდენობაზე. ეს არის წინასწარი შეთანხმება, ხოლო ის სამი კომიტეტი და დანარჩენი 12, რომელ კომიტეტში რომელი კანდიდატი აირჩევა, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ სხდომაზე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიუამინდობა საქართველოში – სინოპტიკოსები უმეტეს რაიონებში თოვლს ელოდებიან
შემდეგი სტატიაკაპანაძე მიდის – შემცვლელზე უშშროების საბჭო დღეს იმსჯელებს