კაპანაძე: ერთადერთი, რისიც ივანიშვილის მთავრობას ეშინია ხალხის ძალის ნახვაა

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, პროტესტი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ “ჭკვიანურად” იმოქმედოს.

“პროტესტი არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მთავრობა გონს მოეგოს და ცოტა უფრო ჭკვიანურად იმოქმედოს. დღევანდელი მიდგომა, რაც მთავრობას აქვს, არის ის, რომ მაქსიმალური შეზღუდვები, ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე იმ შედეგებზე, რომელიც მერე დგება.

რაც შეეხება ხალხის გარეთ გამოსვლას, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი რისიც ივანიშვილის მთავრობას ერიდება და ეშინია, ეს არის ხალხის ძალის ნახვა.

გამართლება იმისა, თუ ადამიანი რატო არ მიდის გასაპროტესტებლად ყოველთვის შეიძლება არსებობდეს და ყოველთვის შეიძლება იპოვო. სხვა რამეშია საქმე, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ამ პროტესტის გარეშე შეეგუოს იმ შეზღუდვებს, რომლებიც დღეს არის. რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის თითოეული ოჯახის უსაფრთხოებას”,-ამბობს კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში“მეგრელიშვილი – სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, გვინდოდა, მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ერთიანი ყოფილიყო და ნიკას ვთხოვეთ დახმარება”
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა: „ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეზე ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს“