„კანონპროექტში არის რამდენიმე სერიოზული და საფრთხის მომცველი დებულება“ – ანა დოლიძე ე.წ. ფარულ მოსმენებზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშრებით დღეს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ დეპუტატებს. მათ ასევევ მიმართეს ათივე ფრაქციას წერილით და კომიტეტების გარდა, დეპუტატებთან შეხვედრა ფრაქციების ფორმატშიც მოითხოვეს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია გეგმავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრას.

„კანონპროექტში არის რამდენიმე სერიოზული და საფრთხის მომცველი დებულება, ეს მოიცავს საფრთხეებს კერძო კომპანიებთან, ინფორმაციის დაცულობასთან მიმართებაში,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიადასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა – “მწვანე მუშტი” და “აუდიტორია 115” დღეს აქციას გამართავს