შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ა.ჰ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 209,85 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია„კანონპროექტში არის რამდენიმე სერიოზული და საფრთხის მომცველი დებულება“ – ანა დოლიძე ე.წ. ფარულ მოსმენებზე