“კანონიერი ქურდი” თენგო გალსკი უკრაინიდან ხელმეორედ გააძევეს

 

“კანონიერი ქურდი” თენგო გალსკი კავკასიური კრიმინალური დაჯგუფებების გასაკონტროლებლად კიევში ხელმეორედ ჩავიდა – ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. თენზიგ ჩარაია, იგივე ტენგო გალსკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ის, უკრაინელი სამართალდამცველების თქმით, არა ერთხელ არის გაძევებული უკრაინიდან, მას ქვეყანაში შესვლის ხუთწლიანი აკრძალვა აქვს. ქართველი კრიმინალები, უკრაინაში ბინების გაქურდვით არიან დაკავებული.

თენგო გალსკის რამდენიმე ნასამართლეობა აქვს. ის სანკტ-პეტერბურგში 2014 წელს “მონათლეს”, თუმცა, მისი საქმიანობს ადგილებია საქართველო და უკრაინა – უკრაინელი სამართალდამცველები ავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – ჩვენ ვიცავთ რუსებს უკრაინასა და ბალტიისპირეთში
შემდეგი სტატია,,არ დავუშვებთ რუსული მატრიოშკას გაპრეზიდენტებას”