კანდელაკის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” თვითმხილველებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით,დაჭრილია 31 წლის მიხეილ ცხაკაია,რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. თვითმხილველთა თანახმად,ცხაკაიას დამიზნებით ორჯერ ესროლეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით თავდამსხმელმა მიხეილ ცხაკაია სახლიდან გამოიყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “თაიმერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიკიევის პოლიცია ველოსიპედზე გადაჯდება
შემდეგი სტატიაბანგლადეშის დედაქალაქის დიპლომატიურ დასახლებაში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს