ბანგლადეშის დედაქალაქის დიპლომატიურ დასახლებაში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში კაფეზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირბეული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.

შეიარაღებულ პირებს დაკას პრესტიჟულ რაიონში, დიპლომატიურ ზონაში მდებარე კაფეში მძევლები ჰყავთ აყვანილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძევლების რაოდნეობა 20-ს აღემატება. მათ შორის არიან უცხოელები.

ბანგლადეშის პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში მონაწილეობს რვა ან ცხრა შეიარაღებული პირი. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ორი და დაშავდა 14 სამართალდამცველი.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, მიმდებარე დაწესებულებებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიცია თავდამსხმელებთან მოლაპარაკებების გამართვა ცდილობს

banner
წინა სტატიაშიკანდელაკის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიათითქოს აჰმედ ჩატაევი ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა, არის უტიფარი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ბინძურ კამპანიაში ჩარიონ