კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საპატრიარქოში დაუდასტურეს.

შეხვედრა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული, რომლის თემაც, არსებული ინფორმაციით, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი იქნება.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : საარჩევნო შტაბების მუშაობის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს
შემდეგი სტატია„კვერცხებით დახვდება საკუთარი ამომრჩეველი!“ – ელისო კილაძე „ოცნების“ დეპუტატებზე