გედევან ფოფხაძე : საარჩევნო შტაბების მუშაობის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს

საარჩევნო შტაბების მუშაობის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს რეგიონულ შტაბებთან მიმართებაში გვექნება საუბარი. მეც მაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელიც მინდა, კოლეგებს გავაცნო. ამ ეტაპზე. ამოცანა არის, რომ შტაბების მუშაობის ეფექტიანობა გაიზარდოს, რადგან საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნების პირველ ტურში არ მოსულა გარკვეული მიზეზების გამო. შესაბამისად, შტაბების ფუნქციაა ამ კატეგორიის ამომრჩეველთან მუშაობა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაში“საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება”- ქუცნაშვილი
შემდეგი სტატიაკანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდებიან