კანადაში დაკარგული ატომური ბომბი აღმოაჩინეს

ჰაიდა-გუაის არქიპელაგთან ახლოს, კანადელმა დრაივერმა ოკეანეში ატომური ბომბი აღმოაჩინა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მაშინათვე აცნობა კანადის თავდაცვის სამინისტროს. აცხადებს The Guardian-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ამ მომენტისთვის სპეციალისტები მუშაობენ და ისინი შეეცდებიან დაადგინონ, არის თუ არა ნაპოვნი ნივთი, 1950 წელს დაკარგული ამერიკული ატომური ბომბი. The Guardian-ის ცნობით, აშშ-ს სამხედრო საჰაერო ზალების ერთ-ერთ ბომდამშენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ ბორტზე არსებული ატომური ბომბი წყნარ ოკეანეში ჩაეგდო. თუმცა როგორც წყარო აღნიშნავს, დაკარგულ ბომბს პლუტონის მუხტი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაში“2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კრემლში დაწერილი სცენარი”
შემდეგი სტატიადამამძიმებელ გარემოებაში მოკლულის მეუღლე: დედა-შვილს შორის უთანხმოება ძირითადად ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილზე იყო