კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო.

მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.

“მადლობელი ვართ კანადის ხალხისა და მთავრობისა, რომლებიც რჩებიან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად ამ რთულ დროს”, – წერს შმიგალი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში უცხოელი სამხედროები იმყოფებიან – შიკორსკი
შემდეგი სტატიასპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის