კამპანიას ჰქვია მხარი დავუჭიროთ “ნაციონალურ მოძრაობას” და ადამიანების წამებას-სუბარი არასამთავრობოების მიმართვაზე საუბრობს

ამ კამპანიას ჰქვია მხარი დავუჭიროთ ნაციონალურ მოძრაობას, მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილს, მხარი დავუჭიროთ ადამიანების წამებას – ამ განცხადებით, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, არასამთავრობო სექტორის მიერ გუშინ გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება.

სოზარ სუბარის შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიის ყველა მონაწილე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

მინისტრი ამბობს, რომ ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში ხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მისცეს, ან წარსულის გადმონაშთია ან კრემლის მითითებების შემსრულებელი.

სოზარ სუბარის თქმით, მათ არაფერი აქვთ საერთო დასავლურ ღირებულებებთან.

„ყველა ადამიანი ვინც ამ კამპანიაში მონაწილეობს არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. მათ კამპანიას რეალურად ჰქვია მხარი დავუჭიროთ ნაციონალურ მოძრაობას, მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილს, მხარი დავუჭიროთ ადამიანების წამებას, კერძო საკუთრების შელახვას და იმ ყველაფერ საშინელებას რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში.

“თვითონ სათაურიც და მიმართვის ადრესატებიც ცოტა სასაცილოა იმიტომ, რომ როდესაც ლაპარაკობენ, რომ პროდასავლურ პარტიებს მივმართავთ და ჩამონათვალში არის ლეიბორისტული პარტია, რომელიც არც დასავლეთია არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და ჩრდილოეთით და ეს არის ხმა წარსულიდან და მეტი არაფერი, ან როდესაც მიმართავენ ბურჭულაძეს, რომელიც კრემლიდან დასტვენაზე მიქრის, იქ კონცერტებს აწყობს და უმღერის დითირამბებს ან ნაციონალური მოძრაობა, რომლის დასავლეთიც იყო ფაშისტური ჰიტლერი, რომელიც ატარებდა იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი ატარებდნენ. დასავლეთთან სხვა კავშირი ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს.

“ასე რომ თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე, თუ ვლაპარაკობთ ღირებულებებზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიდის, ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” იწყებს კამპანიას – “+1”