ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს ადვოკატი არ ჰყავდა, თუმცა ის პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გათავისუფლება გირაოს 1000 ლარის შეფარდების საფუძველზე მოსთხოვა.

სასამართლოს ეზოში ლგბტ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ისინი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ, ის ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : საზოგადოება არ დაუშვებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს
შემდეგი სტატიაკამპანიას ჰქვია მხარი დავუჭიროთ “ნაციონალურ მოძრაობას” და ადამიანების წამებას-სუბარი არასამთავრობოების მიმართვაზე საუბრობს