კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია

კამერუნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას “ბიბისი” “გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე” დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 5-დან 9-წლამდე 14 ბავშვი და ფეხმძიმე ქალიცაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს.

ინციდენტზე პასუხისმგელობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ოპოზიცია მომხდარში ქვეყნის “დიქტატორულ რეჟიმსა” და “ქვეყნის თავდაცვის ძალებს” ადანაშაულებს.

ცნობისთვის, 2017 წელს, კამერუნის უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობას ქვეყანაში შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები შექმნა მოჰყვა. კონფლიქტს დღემდე 3,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საკუთარი სახლების დატოვება კი 70,000-ზე მეტ ადამიანს მოუწია.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მოწვევით ნიუორკში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი – ირანი ზეწოლის ქვეშ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არასოდეს გამართავს