კალიაგინი: რობიკი [რობერტ სტურუა] მიყვება, რომ საქართველოში სიტუაცია საშიში და საშინელია

ალექსანდრ კალიაგინმა, რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირის თავმჯდომარემ და თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საქართველოში ვიზიტისაგან თავს შეიკავებს:

“იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ ტელევიზორში და საინფორმაციო სააგენტოებში და რასაც მიყვება რობიკი [იგულისხმება ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა], სიტუაცია საშიში-საშინელია. ვიცი, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ისინი ფეთქებადები არიან – ასანთის ერთი ღერი საკმარისია, რომ ჩირაღდანი აალდეს. ამიტომ, ამჟამად მე თავს შევიკავებ იქ წასვლისაგან.”

banner
წინა სტატიაში“საქართველოში სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა, ურთიერთობების აღდგენას კვლავ წლები დაჭირდება, აუცილებელია სახალხო დიპლომატია”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო