“საქართველოში სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა, ურთიერთობების აღდგენას კვლავ წლები დაჭირდება, აუცილებელია სახალხო დიპლომატია”

“საქართველოში სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა, ურთიერთობების აღდგენას კვლავ წლები დაჭირდება, აუცილებელია სახალხო დიპლომატია”

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტი დასავლეთს აწყობს.

ხუბუტია რუსულ მედიასთან საუბარში 20 ივნისს რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაპრაგმატულად იქცევა.

“არ ვიცი რას ელოდებიან. ჯერ მიიწვიეს რუსული დელეგაცია, თავაზიანად იქცეოდნენ, შემდეგ მოულოდნელად აგრესიული ქმედებები დაიწყეს, ეს რას ნიშნავს?

მიაქციეთ ყურადღება, ურთიერთგამომრიცხავად საუბრობენ, ამბობენ, რუსეთი მტერია, მაგრამ თქვენ მაინც ჩამოდით სტუმრად, რადგან მათ ფული სჭირდებათ, ქვეყანა დამოკიდებულია ტურისტებზე. ჩვენ ჩვენის მხრივ ვფიქრობთ: ასეთი სიტყვების შემდეგ რატომ მოგცეთ ჩვენი ფული? ჩვენ მშვენიერ კურორტებზეც შეგვიძლია დავისვენოთ. რაც შეეხება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას, მეც ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. თუ იქ ყვირიან, რომ რუსეთი მტერია, მიიღეთ მაშინ საპასუხო ზომებიც.

როგორ არ ეცადნენ აშშ, ევროკავშირი, სხვა რესპუბლიკები, სახელმწიფოები, კავშირები და ფონდები, ქართველი და რუსი ხალხი მტრებად ვერ აქციეს. პოლიტიკოსები კი თავიანთი საქმის კეთებას აგრძელებენ. ქართველი ერის ცნობიერებით მანიპულირება დაახლოებით 30 წელია, გრძელდება. რუსეთი კი თავის მხრივ – და არ შეიძლება, ეს ჩვენ სისულელეს არ მივაწეროთ, არანაირ ძალისხევას არ იყენებს, რომ მათ ვუყვარდეთ. ანუ პიარი გარედან უსწრებს ჩვენ ქმედებებს”, – აცხადებს ხუბუტია.

მისივე აზრით, ეს კონფლიქტი მომგებიანია დასავლეთისთვის.

“იმიტომ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიდი განხეთქილების შემდეგ კვლავ დაახლოება დაიწყო და ეს ხდება დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე. მათ, ვისაც ეს არ აწყობთ, მოითათბირეს, რა არ გააკეთეს, მაგრამ რუსეთი და საქართველო კვლავ უახლოვდებიან ერთმანეთს და მოიფიქრეს კიდევ ერთი პროვოკაცია.

საქართველოში სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა, ურთიერთობების აღდგენას კვლავ წლები დაჭირდება. შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია მხოლოდ სახალხო დიპლომატია. თუ რუსეთი მყარ ურთიერთობებს წლებია, აშენებს, აუცილებელია აქტიური ქმედებები. მოვიწვიოთ ქართველი ახალგაზრდები, რათა მათ ისწავლონ ჩვენთან, შეისწავლონ ჩვენი ისტორია, კულტურა. როგორც საქართველოს მკვიდრი, გეტყვით, რომ ქართველი ახალგაზრდები ამაყობენ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნით”, მათ ჩვენც უნდა ვუამბოთ “ამბავი იგორის ლაშქრობისას” შესახებ, ჩვენი ლიტერატურის კლასიკის შესახებ. რუსეთმა თავისი კულტურის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს.

სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით არავინ აკეთებს. ესეიგი აუცილებელია ისეთი ადამიანების მოძებნა ვინც ამას გააკეთებს სახალხო დიპლომატიის გზით”, – აცხადებს ხუბუტია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში “ქურდების” შეკრება ჩხუბით დასრულდა
შემდეგი სტატიაკალიაგინი: რობიკი [რობერტ სტურუა] მიყვება, რომ საქართველოში სიტუაცია საშიში და საშინელია