კალანდია შესაძლოა გახარიას პარლამენტში მისვლამდე დააკავონ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 21 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარსადგენად უნდა მივიდეს. იმ ფონზე როდესაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში და ამომარჩეველზე ძალადობაში ერთ-ერთ მთავარ აქტორად სწორედ გახარიას ასახელებს, არ არის გამორიცხული რომ შს მინისტრმა იმიჯის შესალამაზებლად ხორავას ქუჩის საქმეზე რადიკალური ნაბიჯები გადადგას და უწყებამ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავოს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალანდიას დაკავება, შს მინისტრის პარლამენტში ვიზიტს დაემთხვევა ან ერთი დღით დაასწრებს.
მიხეილ კალანდიას დაკავებას უკვე თითქმის ერთი წელია ითხოვს 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე, კალანდიას ბრალეულობაზე საუბრობენ ამ საქმესთან დაკავშირებითნ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებიც “ევროპული საქართველოდან”.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს