“ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს

ურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ადგილზე მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს.

პოლიცია სასამართლოს შესასვლელთანაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს წითელი მიხაკები მიაწოდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პარალელურად, სასამართლოს გარეთ ოპოზიცია აქციას მართავს.

შსს-ს ინფორმაციით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდა.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკალანდია შესაძლოა გახარიას პარლამენტში მისვლამდე დააკავონ
შემდეგი სტატია“ეს სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი, ვიბრძოლებთ იმისათვის რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ”- გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის მისჯაზე