კალაძე ზონალურ საბჭოს და 19 კომისიას აუქმებს

მერიაში ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება- განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“საბჭოს რეკომენდაციების საფუძელზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა , რომელიც რასკავირველია შეეხება ურბანული პოლიტიკის მიმარულებასა და არქიტექტურის სამსხურის ფუნქციურ გარდაქმნას და ამ პროცესის დასრულებამდე ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები, ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ” განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუროკრატიის შემცირების და მეტი ეფექტურობის მიზნით უქმდება თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისია და ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში. მერის განცხადებით,გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ.

დედაქალაქის მთავრობიოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა შენობა- ნაგებობების უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს და განსაკუთრებით სახანძრო უსაფრთხოებას დიდი ყურადღება მიექცევა და სამშენებლო წესების დარღვევას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

banner
წინა სტატიაშიაბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება
შემდეგი სტატიაუკანონო მშენებლობები – კალაძემ დემონტაჟის უფლება გასცა