უკანონო მშენებლობები – კალაძემ დემონტაჟის უფლება გასცა

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში უკანონო მშენებლობები მოხშირდა, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს განსაკუთრებული ყურადღებისკენ და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟის გადაწყვეტილების მიღებისკენაც მოუწოდა:

“მინდა ზედამხევდელობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ბაგრატიონს დავავალო , რომ მაქსიმალური ყურადღება თქვენი მხრიდან და შესაბამისი, ძალიან მკაცრი ზომების მიღება, მათ შორის დროული დემონტაჟის მიმართვა. ძალიან მოხშირდა ქალაქში ასეთი შენობა- ნაგებობები და ეს ყველაფერი ამახინჯების დედაქალაქის იერსახეს” განაცახადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ზონალურ საბჭოს და 19 კომისიას აუქმებს
შემდეგი სტატია“ენმ” ლომჯარიას მხარს უჭერს