კალაძე : საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში

საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა – აცხადებს ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე

„ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა თხილის ბიზნესის კომპანია “როშე” და სხვა. ეს ინვესტიციების შემოსვლას ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც არის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო პროგრამებია და მას გამოიყენებს ადგილობრივი ბიზნესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან რეგიონებში ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ხუდონის ელექტროსადგური თავისი სიმძლავრითა და სიდიდით მეორე პროექტი იქნება ქვეყანაში