კალაძე – ეკა ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ მე არ ვიცოდი, მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გაცხადებით, მან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

„გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, თემქაზე, სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიაშეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია – კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე