შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია – კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე

შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, – ასე განმარტა თბილისის მერმა, კახა კალაძემ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონთან დაკაშირებით მისი გუშინდელი განცხადება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი პრობლემა იყო ის, რომ ამ თანამდებობის შესახებ არ იცოდა.

„იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან- მრჩევლის მოადგილე. ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“,-განაცხადა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას”, – წერს იან კელი.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ეკა ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ მე არ ვიცოდი, მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ
შემდეგი სტატიაჰერმან საბო – მგონია, რომ ტიკარაძის გადადგომის მიზეზი უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მწვანე პასპორტზე უთანხმოება