კალაძე – ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში, წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გასათვალისწინებელია ყველა რეკომენდაცია, რაც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) დასკვნაშია აღნიშნული.

„ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან, ძალიან ცუდია, თუმცა ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში, რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.

უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო/ოდირის დასკვნაშია მოცემული, რომ უკეთესი და უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განვიხილე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე