ირაკლი ღარიბაშვილი- სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განვიხილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები. ვაფასებთ სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას შეხვდა
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში, წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს