კახი კალაძემ: “ქართული ოცნების” საარჩევნო სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, შეჯერებულია ყველაფერი, როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა. როგორც ჟურნალისტებს კახი კალაძემ განუცხადა, “ქართული ოცნების” საარჩევნო სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
”რაც შეეხება სიებს, მაჟორიტარების წარდგენას – ყველაფერს აქვს თავისი დრო. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიიის ნაწილი და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
შემდეგი სტატიაშოტლანდია ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს